პოლიტიკოსი არმაზ ახვლედიანი ამბობს, რომ შესაძლოა, კრემლი საქართველოში ბიძინა ივანიშვილის ადგილას “ბიძინა 2-ს” ამზადებდეს და არ გამორიცხავს, რომ ამ კანდიდატურაზე ირაკლი კობახიძე განიხილებოდეს.
მისი თქმით, ივანიშვილის ადგილის დასაკავებლად გამართულ “ბრძოლაში” კობახიძე გამარჯვებული იმიტომ არ არის, რომ პრემიერმინისტრია, არამედ იმიტომ, რომ სხვებთან შედარებით აშკარა უპირატესობა აქვს.
|მე რამდენიმე თვის წინ ვთქვი, კობახიძე გამოაცხადებს მეთქი ბრძოლას კორუფციასთან, ეს არ ნიშნავს იმას, რომ კორუფციის წინააღმდეგ იბრძვის ის, არამედ ნიშნავს იმას, რომ უნდა შეიცვალოს კლანის ერთი ნაწილი მეორე ნაწილით, უფრო მისთვის სანდო და სხვა ფიგურებით.
როგორც ჩანს, ჩემი დაკვირვებით, კობახიძე ახერხებს ჯერ-ჯერობით იმას, რომ მან მოიპოვოს, ივანიშვილის შემდეგ, მმართველობის უფლება, ის გახდეს “ბიძინა 2” საქართველოში.
ყველამ ვიცით, რომ წლების განმავლობაში მიმდინარეობდა და მიმდინარეობს, ჯერ კიდევ, გარკვეულად, ბრძოლა ვინ იქნება ივანიშვილის შემდეგ, ივანიშვილი არ არის უსასრულო. ამ ბრძოლაში, ამ ეტაპზე გამარჯვებული, კობახიძე იმიტომ კი არ არის, რომ ის პრემიერმინისტრია, პრემიერი ბევრი გვახსოვს, ვისაც კვირაში რამდენი დღე იყო არ ეკითხებოდნენ, კობახიძეს, მათგან განსხვავებით, სხვადასხვა მიზეზის გამო, დღეს აქვს, აშკარა უპირატესობა. როგორ იყენებს ის ამ უპირატესობას ეს ცალკე ამბავია. რა თქმა უნდა ბოროტად,.
… მხოლოდ ჩვენ, ამ მავნებელი რეჟიმის გამო ვართ არა უბრალოდ მიბმული კრემლზე, არამედ ვართ სამარცხვინო მდგომარეობაში. შესაბამისად, არცერთი გადაწყვეტილება ჩემი დაკვირვებით, ჩემი რწმენით, არც ერთი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება საქართველოში არ მიიღება კრემლთან გარკვეული კონსულტაციების, ყოველ შემთხვევაში, მათი ნება-სურვილის გაუთვალისწინებლად და მით უფრო გადაწყვეტილება ვინ იქნება ივანიშვილის შემცვლელი.
მე დარწმუნებული ვარ, რომ ეს უკვე შეთანხმებულიცაა და კაცმა რომ თქვას, რატომაც არა, კრემლში საკმარისად შეიძლება მოსწონდეთ ამ ტიპის ფიგურა, როგორიც კობახიძეა, ცივსისხლიანი, დაცლილია სენტიმენტებისგან, ივანიშვილს გარკვეული სენტიმენტები მაინც აქვს,” – განაცხადა არმაზ ახვლედიანმა.