უკრაინაში დაღუპული მებრძოლის, ვანო ნადირაძის დედა სოციალურ ქსელში საპატიო ყარაულის არ დახვედრის თემას ეხმიანება და წერს, რომ მის შვილს ღირსეულად დახვდა საზოგადოება და ეს საპატიო ყარაულზე მეტი იყო მისთვის.
მისივე თქმით, ის საპატიო ყარაულს არც მოელოდა და არც სჭირდებოდა, რადგან ხალხის მხარდაჭერა იყო მთავარი.
“ჩემ მართალ გმირ შვილს დახვდა მართალი, საკმაო რაოდენობის ხალხი, გულწრფელი გულშემატკივრები“,-წერს მაღრაძე.
“ჩვენო გულშემატკივრებო, მე აქ წავიკითხე რომ წყენას გამოხატავთ, ვანოს საპატიო ყარაულით არ დახვდნენო, მე ამას არც მოველოდი და არც მწყენია, რაც მთავარია, თქვენ ყველა ღირსეულო ადამიანებო, ვინც იქ დახვდით ჩემ ღირსეულ შვილს ღირსეულად, ჩემთვის საპატიო ყარაულზეც მეტი იყავით, ყველას დიდი მადლობა.
მისმა თანამებრძოლებმა, სწორ მხარეს მდგარმა ხალხმა ხელით, საკუთარი მხრებით, საკმაო მანძილზე გამოიყვანეთ ჩემი შვილი და სახლამდე ცრემლით მოაცილეთ ყველამ ერთად
ჩემ მართალ გმირ შვილს დახვდა მართალი, საკმაო რაოდენობის ხალხი, გულწრფელი გულშემატკივრები, რომლებიც ჩემთვის საპატიო ყარაულზეც მეტი ხართ.
ვიმეორებ, მე საპატიო ყარაულს არც მოველოდი და არც მჭირდებოდა. უკრაინამ ღირსეულად გამოაცილა ჩემი გმირი შვილი და თბილისის ლასარეს ტერმინალზე უამრავი ღირსეული ხალხი დახვდა, ჩემ ღირსეულ გმირ, მამაც, შეუპოვარ შვილს.
ის იბრძოდა საქართველოში და უკრაინაში გმირულად. მადლობა ამისთვის ჩემ ვანოს და თქვენ ყველას, ვინც იცით ასეთი გმირების ფასი,” – წერს ნადირაძის დედა.
შეგახსენებთ, უკრაინაში დაღუპული მებრძოლი, ვანო ნადირაძე საქართველოში ჩამოასვენეს.
ვანო ნადირაძე 22 ივნისს, უკრაინაში დაიღუპა. გავრცელებული ინფორმაციით, დაღუპვის მიზეზი გულის შეტევა გახდა.