ილია თოფურიამ ბრაზილიის სახელით მოასპარეზე ჩარლზ ოლივეირა დაამარცხა და UFC-ს მსუბუქი წონის ჩემპიონია.
ქართველმა მებრძოლმა შეხვედრა პირველივე რაუნდში ნოკაუტით მოიგო.
ილია თოფურია შერეულ ორთაბრძოლებში გამართული 17 შეხვედრის შემდეგ დაუმარცხებელია, ხოლო უშუალოდ ორგანიზაცია UFC-ში ეს მისთვის ზედიზედ მეცხრე გამარჯვება იყო, მან შვიდი შეხვედრა ვადაზე ადრე მოიგო.