სასამართლომ სახაზინო ადვოკატი დაუნიშნა სინდისის 11-ივე პატიმარს, მხოლოდ იმის გამო, რომ დღევანდელ სასამართლო პროცესზე ირაკლი ქერაშვილის ადვოკატი საპატიო მიზეზით არ გამოცხადდა. ადვოკატი რევაზ აჭარაძე გალუსტაშვილს ერთი თვის წინ აფრთხილებდა, რომ 24 ივნისს ჩანიშნულ პროცესზე ვერ მოვიდოდა, თუმცა გალუსტაშვილმა მას არ მოუსმინა. ამის გამო დღეს პროცესი, სადაც პროკურატურას 7 მოწმე ჰყავდა მოყვანილი, ჩაიშალა.
სახაზინო ადვოკატს ახლა მხოლოდ 1 სრული დღე აქვს საიმისოდ, რომ 16 ტომიან საქმეს გაეცნოს, გამოითხოვოს უკვე ჩატარებული სხდომების ოქმი, რომ დაკითხულ ათობით მოწმეს მოუსმინოს და სასჯელაღსრულების დაწესებულებაში სინდისის 11 პატიმარი მოინახულოს – რაც შეუძლებელია. თუ სახელმწიფოს მიერ დანიშნული ადვოკატი ამ ყველაფერს 26 ივნისამდე ვერ მოასწრებს, გამოდის, რომ შემდეგი პროცესი უკვე მისი მიზეზით გადაიდება.
პრევენციული მოტივაციით მიღებულ გადაწყვეტილებას, რომ მომავალში ვინმემ სასამართლო სხდომა არ გააცდინოს, მართლმსაჯულება არ იცნობს, შესაბამისადლ იურისტებისთვის გაუგებარიალ რას დაეყრდნო გალუსტაშვილი ამ გადაწყვეტილების მიღების მომენტში. ადვოკატები, უშედეგოდ ითხოვდნენ მოსამართლისგან პასუხს, რატომ დაენიშნათ სახაზინო ადვოკატი მათი დაცვისქვეშ მყოფებს, რომლებსაც უკვე ისედაც კერძო იურიდიულ მომსახურებას უწევენ.