გუშინ, გვიან ღამით, ათონელის რეზიდენციასთან მიმდინარე ე.წ. ზებრების აქციაზე, დემონსტრანტებს ავტომობილი განზრახ დაეჯახა, – ინფორმაციას სოციალურ ქსელში ჟურნალისტი მარიამ ნიკურაძე ავრცელებს.
დაშავდა ორი ადამიანი. ისინი სასწრაფო დახმარების ბრიგადამ საავადმყოფოში გადაიყვანა.
ერთ-ერთი დაშავებულმა, მარიამ მეყანწიშვილმა, გონება რამდენჯერმე დაკარგა.
განახლებული ცნობებით, მას მეათე ნეკნის ხაზოვანი მოტეხილობა დაუდგინდა. უტარდება დამატებითი კვლევები.