„ეხო კვაკაზას“ ცნობით, ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. უშიშროების სამსახურის თანამშრომლებმა სოხუმში საქართველოს მოქალაქე დააკავეს.
როგორც დე ფაქტო უშიშროების სამსახური იუწყება, დაკავებული მძიმე დანაშაულებისთვის იძებნებოდა.
კონკრეტულად რაში ადანაშაულებენ დაკავებულს და მისი ვინაობა, უცნობია.
დაკავება სოხუმში, მშვიდობის გამზირზე მოხდა.