Tuesday, November 25, 2025
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

“15-მდე ადამიანმა დამიჭირა, მირტყამდნენ”- რას ჰყვება თაზო დათუნაშვილი

June 12, 2025
“15-მდე ადამიანმა დამიჭირა, მირტყამდნენ”- რას ჰყვება თაზო დათუნაშვილი

ლელო – ძლიერი საქართველოს წევრი თაზო დათუნაშვილი, რომელიც დღეს დააკავეს, თავისუფალია. მან სოფელ დიღმის მეექვსე განყოფილება უკვე დატოვა.

განყოფილების დატოვების შემდეგ მან TV პირველთან თბილისის საქალაქო სასამართლოს მანდატურის სამსახურის თანამშრომლების მიერ ძალადობრივად დაკავებაზე ისაუბრა.

“საოცრად აგრესიულები იყვნენ ე.წ. მანდატურის სამსახურის ეს ახლად გაყეყეჩებული ზონდერები, რომლებსაც რამდენიმე თვეა მისცეს უფლება, რომ ყველაფერი იკადრონ და კი, ყველაფერს კადრულობენ. რაღაც მომაძახა უკნიდან და მერე სადღაც 15-მდე ადამიანმა, ალბათ, დამიჭირეს, მირტყამდნენ, შემათრიეს ისეთ ადგილას, სადაც ნუ, თქვენი კამერები ვერ დაინახავდა და წამიყვანეს ქვემოთ დაკავების ადგილები რომ აქვთ და ეს იყო მთელი ამბავი.

მერე ვეუბნებოდი, უკანონოდ გყავართ დაკავებული მეთქი, ვიცოდი, რომ ეს არ შეიძლება, რასაც აკეთებდნენ. ნუ, უკიდურესად აგრესიულები, უზრდელები, ყველაფერი რაც მანდატურის სამსახურმა არ უნდა გააკეთოს, გააკეთეს. იყო მცდელობები დარტყმის, აგრეთვე, ფიზიკურად გამისწორდნენ რამდენჯერმე, რასაც ვერ ვიტყვი პოლიციაზე, პოლიცია იყო გასაკვირად კოოპერაციული, ზრდილობიანი და ცივილიზებულ ფარგლებში ჩაიარა ყველაფერმა მას შემდეგ, რაც კრიმინალური პოლიციის წარმომადგენლებთან დავიწყე ურთიერთობა”, – თქვა მან.

თბილისის საქალაქო სასამართლოს მანდატურის სამსახურის თანამშრომლებმა ლელო – ძლიერი საქართველოს წევრი თაზო დათუნაშვილი ძალის გამოყენებით დააკავეს. მანდატურებმა თაზო დათუნაშვილი იმ დროს დააკავეს, როდესაც ის მათე დევიძის საქმეზე განაჩენის გამოცხადების შემდეგ, დარბაზს ტოვებდა. მანდატურის სამსახურმა ის გადაიყვანა ოთახში, რომელსაც გარედან აწერია – “უცხო პირთა შესვლა აკრძალულია”.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • “საქართველოში ერთ წელიწადში მედიის წინააღმდეგ 600 თავდასხმა დაფიქსირდა” – RSF
  • “დღისით, მზისით, ყველას თვალწინ, ხდებოდა ავაზაკური რეკეტი ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ” – შალვა პაპუაშვილი
  • პუტინი განცხადებას ავრცელებს

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy

© 2023 Mix.Metronome.Ge