უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალურ შტაბზე დაყრდნობით, უკრაინული მედია ავრცელებს ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც, რუსეთის მიერ უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყებიდან, საერთო ჯამში, 1 მილიონზე მეტი რუსი ჯარისკაცი დაიღუპა და დაიჭრა.
ამასთან, უკრაინის გენშტაბის ცნობით, უკრაინაში შეჭრის დღიდან რუსების საერთო დანაკარგები მოიცავს: 10 933 ტანკს, 22 786 ჯავშანმანქანას, 29 063 ერთეულ საარტილერიო სისტემას, 416 საბრძოლო თვითმფრინავს და 337 ვერტმფრენს, 51 715 ავტომობილსა და საწვავის ავზს, 28 გემს/ნავს, 40 435 უპილოტო საფრენ აპარატს, 3 914 ერთეულ სპეცტექნიკას, 3 337 ფრთოსან რაკეტას.