Tuesday, July 1, 2025
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home პოლიტიკა

„ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, ოპოზიცია რომ არ არის ამ დარბაზში, ჩემზე გადაწყვიტეთ ჯავრი იყაროთ“ – ლევან იოსელიანი „ქართულ ოცნებას“

June 10, 2025
„ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, ოპოზიცია რომ არ არის ამ დარბაზში, ჩემზე გადაწყვიტეთ ჯავრი იყაროთ“ – ლევან იოსელიანი „ქართულ ოცნებას“

სახალხო დამცველმა, ლევან იოსელიანმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ყოველწლიური ანგარიში წარადგინისას „ქართული ოცნების“ მხრიდან მიღებულ კრიტიკას უპასუხა.

„ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, ოპოზიცია რომ არ არის ამ დარბაზში, ჩემზე გადაწყვიტეთ ჯავრი იყაროთ, მაგრამ შევეცდები ყველა კითხვას ვუპასუხო. ჟურნალისტების მიმართ ძალადობის, მგონი, უამრავი მაგალითია. ანგარიშს თუ ნახავთ, იქ მითითებულია ჟურნალისტების ცემის, ჟურნალისტებზე თავდასხმის ფაქტები. არის ანგარიშში კონკრეტული შემთხვევები. შემიძლია დავასახელო იმ ჟურნალისტების გვარები, რომლებიც აქციების დროს დაზიანდნენ. რატომღაც ასეთი შთაბეჭდილება იქმნება, რომ როდესაც მე ანგარიშს წარმოვადგენ, უნდა ვისაუბრო პოზიტიურ საკითხებზე. ანგარიში 400 – გვერდიანია, დაახლოებით 30-ჯერ აბზაცი იწყება, რომ „მისასალმებელია“, „დადებითად ვაფასებ“. მოხსენებაში ეს ნაწილები შეგნებულად არ გადმომიტანია და არ გადმომიტანია იმიტომ, რომ თქვენი ყურადღება გავამახვილო პრობლემურ საკითხებზე. მე 500 გვერდს ხომ ვერ წავიკითხავ აქ და იმ მოკლე ვადაში, რაც მაქვს გამოყოფილი რეგლამენტით, ვცდილობ, რომ ყველაზე პრობლემურ საკითხებზე გავამახვილო თქვენი ყურადღება. ამიტომ არის ძირითადად საუბარი პრობლემებზე. ეს მინდა იცოდეთ, თორემ, რა თქმა უნდა, არის საკითხები, რომელშიც წინსვლაც არის, პოზიტივიც არის, მისასალმებელიც არის და ა.შ. ასე რომ, მე არ ვფიქრობ, სხვანაირად უნდა პოზიციონირებდეს სახალხო დამცველი. სახალხო დამცველი თუ გამოვიდა და ისაუბრა, რა კარგად არის ქვეყანაში საქმე, მგონი, ის საერთოდ არ უნდა იყოს სახალხო დამცველი“, – მიმართა იოსელიანმა „ოცნებას“.

ლევან იოსელიანის მისამართით, „ოცნების“ წევრის, თეა წულუკიანის კომენტარი იხილეთ ბმულზე

ომბუდსმენი გააკრიტიკა „ოცნების“ კიდევ ერთმა წევრმა, ნინო წილოსანმაც გააკრიტიკა:

„მომესმა თუ ნამდვილად იმაზე იყო საუბარი, რომ ამ აქციების დროს პოლიციელების მხრიდან რაღაც მიუღებელი მოქმედება ხორციელდებოდა ჟურნალისტების მიმართ? იმიტომ მეუცნაურა ნამდვილად.
კვირების მანძილზე პოლიციელები იცავდნენ ამ ქვეყანას, ამ ქვეყნის სტაბილურობას და თითოეული მოქალაქის უსაფრთხოებას, სიმშვიდეს, მშვიდობიან ცხოვრებას, იცავდნენ იმას, რომ რევოლუცია არ მომხდარიყო, გადატრიალება არ მომხდარიყო, უდიდესი ზეწოლის, აღარ ვსაუბრობ იმაზე, პიროტექნიკა, ცეცხლსასროლი სხვადასხვა საშუალებები, ცივი იარაღი თუ სხვა საშუალებები, რაც გამოიყენებოდა და როგორც ხდებოდა პოლიციელებზე თავდასხმა, ამის მიღმა, ეს პოლიციელები უდიდესი ფსიქოლოგიური და ემოციური სტრესის წინაშე იყვნენ თითოეული დემონსტრანტის და მათ შორის იმ ჟურნალისტების მხრიდან, ვისზეც საუბრობთ. თუმცა არცერთი ფაქტი მე არ მინახავს, რომ პოლიციელების მხრიდან, ყოფილიყო რაიმე არაკორექტული, ან თუ რაღაც ერთეულ შემთხვევაზეა საუბარი, არ შეიძლება ეს იყოს განზოგადებული“, – თქვა წილოსანმა.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • ახალი რეგულაცია, რომელიც დღეიდან ამოქმედდა
  • რა არ უნდა გავაკეთოთ ივლისის 18-დან, აგვისტოს 15 რიცხვებამდე – ასტროლოგის გაფრთხილება
  • “ჯარიმა 5-ჯერ იზრდება” – ვინ და რა შემთხვევაში დაჯარიმდება

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy

© 2023 Mix.Metronome.Ge