ჟურნალისტი ნანუკა ჟორჟოლიანი სოციალური ქსელით, თვითმმართველობის არჩევნებზე მონაწილეობის საკითხის შესახებ, კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ წევრის, ლევან სამუშიას დღევანდელ განცხადებას ეხმაურება.
„არ მჯერა, ბოლომდე ფეიქი მეგონა“, – წერს ის.
შეგახსენებთ, სამუშიამ „ტვ პირველის“ ეთერში თქვა: „არავინ არ ამბობს, რომ ესენი გაყალბებას გადაეჩვევიან, მაშინ არასდროს არ უნდა მივიღოთ არჩევნებში მონაწილეობა?“