“ცოტა თავმდაბლობას მაინც ხომ უნდა სძენდეს ადამიანს, როდესაც ასეთი კრახი დაგემართება” – ამის შესახებ “ფედერალისტების” ლიდერი მამუკა ხაზარაძეს თამარ ჩერგოლეიშვილი აცხადებს.
“რას არ იძახდნენ: “რუსული ჰიბრიდული ინსტრუმენტი”, “ომი”… ტოპ ტვინები დავსხდებით და ტოპ ანალიტიკოსები დავდებთ გაყალბების სქემასო!.. რას აღარ ლაპარაკობდნენ! ბიჭო, ამხელა რაღაც თუ დაგემართა, შენი ამომრჩევლის 1% რატომ ვერ გამოგყავს გარეთ?! ფული თუ არ გადაუხადე, მარშს რატომ ვერ აკეთებ?! [სიტყვა] ბარიერს ისე გაყვიროდნენ, თითქოს თვითონ არ ამბობდნენ, ის არჩევნები გაყალბდაო… ასობით ათასი ხმითო!.. იმ ასობით ათას ხმაში” “გირჩს ” რატომ არ გაუყალბდა მაშინ? იაგოს “გირჩს? რადგან იაგოს “გირჩია?”. არ მე “მევასება” იაგო, მაგრამ სიმართლე სიმართლეა, ხო? მხოლოდ იმ პარტიებმა უნდა ვილაპარაკოთო, ვის უკანაც ათიათასობით და ასიათასობით ამომრჩეველი დგასო. გაყალბებულ არჩევნებში, რომელიც განისაზღვრა! და ეს ათიათასობით და ასიათასობით ამომრჩეველი სად იყო არჩევნების მერე, როდესაც ხმები გაყალბდა? სად არის ეს ათიათასობით და ასიათასობით კაცი? სასოწარკვეთილ ყვირილს, ხალხო, გამოდით, არჩევნები გაგვიყალბესო, ვინც “ლელო” შემოხაზა, იმის 1%-იც არ გამოეხმაურა. ცოტა თავმდაბლობას მაინც ხომ უნდა სძენდეს ადამიანს, როდესაც ასეთი კრახი დაგემართება?” – აცხადებს ჩერგოლეიშვილი.