ადვოკატის, თორნიკე მიგინეიშვილის თქმით, ქართულმა ოცნებამ ტვ პირველის წინააღმდეგ მარეგულირებელ კომისიაში საჩივარი შეიტანა – ამის შესახებ მიგინეიშვილი სოციალურ ქსელში წერს.
“ქართულმა ოცნებამ ტელეკომპანია პირველის წინააღმდეგ საჩივარი შეიტანა მარეგულირებელ კომისიაში.
საჩივრის თანახმად, ტვ პირველის ჟურნალისტს არ უნდა გამოეყენებინა ტერმინები – “რეჟიმი”, “გარუსება”, “კლანის სასამართლო” და ა.შ.
ეს არის კიდევ ერთი რეპრესირების სერიის დასაწყისი კრიტიკული მედიის წინააღმდეგ.
ტელეკომპანიის რამდენჯერმე დაჯარიმება და ფინანსური სანქცია ქმნის რეალურ რისკს მაუწყებლობის შეჩერების.
საჩივრის განხილვა საჯაროდ ხუთშაბათს, მარეგულირებელ კომისიაში გაიმართება”. – წერს მიგინეიშვილი სოციალურ ქსელში.
