“თბილისი ენერჯის” ინფორმაციით, თბილისში 19 399 აბონენტს ბუნებრივი აირი არ მიეწოდება. მათ შორის 16 000-ზე მეტი აბონენტი სამგორში, 3000-ზე მეტი კი გლდანშია. ასევე, გაზი არ აქვს სანზონის, დიდუბისა და საბურთალოს მოსახლეობის ნაწილს.
როგორც კომპანიაში ამბობენ, გაზის მიწოდება 23 მაისს 21:00 საათზე აღდგება.