Friday, May 23, 2025
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

„აგინებდნენ, ამცირებდნენ და შეურაცხყოფდნენ… შევესწარი, წიხლი ჩაარტყა სახეში…“ – მძიმე ჩვენებები 25 წლის ქალის მკვლელობის საქმიდან

May 22, 2025
„აგინებდნენ, ამცირებდნენ და შეურაცხყოფდნენ… შევესწარი, წიხლი ჩაარტყა სახეში…“ – მძიმე ჩვენებები 25 წლის ქალის მკვლელობის საქმიდან

 

თემურ ყარალაშვილს, რომელმაც ცოლს ბენზინი გადაასხა და ცეცხლი წაუკიდა, უვადო პატიმრობა მიესაჯა.

გადაწყვეტილება  მცხეთის რაიონული სასამართლოს მოსამართლემ, რეზო ნადოიმ, გამოაცხადა.

საქმეში დევს მოწმის ჩვენებები, რომლებიც ადასტურებენ, რომ თემურ ყარალაშვილი ცოლზე სისტემატურად ძალადობდა.

„თემურმა გალინას წიხლი ჩაარტყა სახეში, რის გამოც გალინას ცხვირიდან სისხლი წამოუვიდა“.

„გალინას ხშირად უყვიროდა მამამთილიც, აგინებდა. პირადადაც შევესწარი 2024 წლის ოქტომბერში, როგორ ესროლა რძალს ქვაბი, რომელიც ბეჭებში მოხვდა, გალინამ ტირილი დაიწყო“.

„გალინა იყო მშვიდი, წყნარი ადამიანი, რომელიც ოჯახის ყველა საქმეს თვითონ აკეთებდა, უვლიდა მსხვილფეხა რქოსან პირუტყვს, ღორებს, უვლიდა ბავშვებს, ყველა საქმეს გალინა აკეთებდა. თავადაც შევსწრებივარ, როგორ აგინებდნენ და შეურაცხყოფდნენ გალინას. 2024 წლის ივნისში ვიყავით თემურის ეზოში. სახლის წინ, ბალახზე ვქეიფობდით. ქეიფის დროს თემურმა გალინას უთხრა, რომ მისთვის „ნასკები“ მოეტანა. გალინამ მოუტანა, თუმცა ისინი დაუწუნა, რატომ სხვა არ მომიტანეო და აუშარდა. თემური წამოდგა ფეხზე, დედა შეაგინა გალინას, გაშლილი ხელი მოუქნია და სახეში გაარტყა. გალინამ ტირილი დაიწყო“.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • „მე თქვენთვის არც ხმა მითხოვია, არც წყალი…“ – ვის მიმართავს თამარ ჩერგოლეიშვილი?
  • „ვულოცავ ორივე მხარეს“ – რა განცხადებას ავრცელებს დონალდ ტრამპი?
  • რატომ არ შემოუშვეს საქართველოში EU-ს წარმომადგენელი? – საგარეო უწყება განმარტებას აკეთებს

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy

© 2023 Mix.Metronome.Ge