Sunday, December 14, 2025
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

L’Impératrice – პარიზული რეტრო-ფუტურიზმი თბილისში

May 20, 2025
L’Impératrice – პარიზული რეტრო-ფუტურიზმი თბილისში

ფრანგული დისკო-პოპის სენსაცია, L’Impératrice საქართველოს 6 სექტემბერს ეწვევა და შოუს თბილისში, District 4-ის სცენაზე გამართავს.

L’Impératrice ფრანგული ბენდია, რომელიც პარიზში, 2012 წელს შეიქმნა. განსხვავებულმა ჟღერადობამ და გამორჩეულმა ვიზუალურმა სტილისტიკამ მალე მიიქცია მელომანების ყურადღება და ბენდს ისეთი დიდი საფესტივალო სცენებისკენ გაუკვალა გზა, როგორებიცაა Coachella, Primavera Sound და Outside Lands.

ბოლო ათწლეულის მანძილზე L’Impératrice-მა სამი ალბომი და არაერთი ჰიტი გამოსცა. “Vanille fraise”, “Peur des filles” და “Agitations tropicales”, ბენდის ის კომპოზიციებია, რომლებიც დღემდე განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს მთელი მსოფლიოს მასშტაბით.

2024 წელს L’Impératrice ახალი ვოკალისტით და ალბომით გამოჩნდა სცენაზე. Pulsar-ი ავთენტური, სრულად ბენდის მიერ პროდიუსირებული ალბომია, რომელიც ფანკს, დისკოსა და დიფ ჰაუსს აერთიანებს. ამ მიქსით შეიქმნა ახალი ჟღერადობა, რომელიც ბენდის ჩვეული შემოქმედებისგან განსხვავებულია.

სწორედ ამ ალბომის ფარგლებში გამართული ტურით ეწვევა L’Impératrice თბილისს. ასე რომ, დაელოდეთ ახალი ჟღერადობით ენერგიითა და განსაკუთრებული მუსიკალური გამოცდილებებით სავსე შოუს, 6 სექტემბერს District 4-ში. სივრცეში, რომელიც გამორჩეულია თავისი ინდუსტრიული ხასიათითა და ხმაურიანი ღამის ცხოვრებით. ბილეთების გაყიდვა 22 მაისის 15:00 საათიდან დაიწყება TKT.ge-ზე.

ღონისძიების ორგანიზატორია Music Cookz – ახალი ქართული კომუნა, რომელიც შთამბეჭდავი მუსიკალური ღონისძიებების სერიას ქმნის. L’imperatrice’ს ლაივი კი ამ სერიის პირველი შოუა.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრი განცხადებას ავრცელებს
  • არქიმანდრიტი დოროთე მიმართვას ავრცელებს
  • “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” განცხადებას ავრცელებს

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy
  • დოლარის კურსი შეიცვალა – რა ფასად შეიძენთ უცხოურ ვალუტას დღეს?

© 2023 Mix.Metronome.Ge