გთავაზობთ რუსთაველის თეატრის დასის ხელმძღვანელის, რობერტ სტურუას ჩანაწერს, რომელსაც “ფეისბუქის” პირად გვერდზე აქვეყნებს:
“ჩ ე მ ი ა ნ დ ე რ ძ ი!
გამახსენდა:
არგენტინაში, ბუენოს-აირესის საკმაოდ ცნობილმა არტისტმა, ხუან პოტომაკიმ შექსპირის”ჰამლეტის” დიდმა მოყვარულმა(ეტყობა არ აღირსეს შექსპირის გმირის თამაში!), თეატრს ძლივს შეკოწიწებული 100 000 დოლარი და საკუთარი თავის ქალა უანდერძა ერთი პირობით:
“ჰამლეტის”მომავალ დადგმისას იორკის ბუტაფორიული თავის ნაცვლად მისი ნაღდი ქალა გამოეტანა “ჰამლეტის” ყველა შემსრულებელს:
”საბრალო იორიკ, მე მას ვიცნობდი, ჰორაციო…”
მოისმინეთ ჩემი ანდერძი:
“…100 000 დოლარს ვერ დავპირდები ჩემს არც ისე მდიდარ თეატრს(საიდან?!)
ხოლო კარგად გამოხარშულ ჩემი თავის ქალას ბუტაფორიის საამქროს ვუტოვებ, თუ არ გამიჩეჩხეს მადლიერმა თანამემამულეებმა!..”
“ხალხო,
კარგებო,
ისე რა,
ყველანაირნო,
არც ნაწყენი ვარ,
არც გაბრაზებული –
ერთ ტაკი-მასხარას
ხუმრობით გამაქვს თავი!
წასვლაზე არც მიფიქრია,
მაშინ წავალ, როცა ბედისწერა ისურვებს –
არც ვაჩქარებ და არც ფეხებში ვუვარდები:
“არა, ჯერ არაო!”
ვარ!
(და გევედრებით – ნუ მამშვიდებთ!)
რა ცუდი ჩანაფიქრია?
სამუდამოდ თეტრში დარჩენა?
აგერ სანდროს ნეშთი სად არის, არავინ იცის!
მე, სცენაზე არასოდეს არაფერი მითამაშია –
ახლა კი,
ანდერძს თუ შემისრულებთ –
ზოგჯერ იორკის როლში მიხილავთ!
თუ გამომიშვებენ რეჟისორები,
და თუ მსახიობებს ნერვებს არ ავუშლი!
გეხვევით ყველას!”