“ქართული ოცნების” დეპუტატი, ნინო წილოსანი MEGOBARI აქტის ფარგლებში სასანქციო სიაში მოხვედრას ეხმაურება და ამბობს, რომ მისთვის დიდი პატივია, სასანქციო სიაში მოხვედრა.
“მაქვს პატივი, რომ პირველად მოვხვდი იმ ადამიანების სიაში, რომლებიც სანქცირდებიან თავისი სამშობლოსთვის თავდადებისთვის და სამშობლოსთვის ბრძოლისთვის. ამიტომ ნამდვილად, როგორც არაერთხელ გვითქვამს უკვე, ამ სიაში მოხვედრა პატივი არის, იმის ფონზე, რომ არანაირი დასაბუთება არ აქვს ამ სიაში მათი მხრიდან ადამიანების შეყვანას”, — განაცხადა წილოსანმა „იმედი LIVE“-ში.