ქართველი ვარსკვლავის, ხვიჩა კვარაცხელიას „პსჟ“ ჩემპიონთა ლიგის ფინალშია.
პარიზელებმა ნახევარფინალში ლონდონის „არსენალი“ ორი მატჩის ჯამში 3:1 დაამარცხეს.
გუშინდელ, განმეორებით შეხვედრაში, ხვიჩა კვარაცხელია „პსჟ“-ის ძირითად შემადგენლობაში იყო.
მან, Sofascore-ის მიხედვით, 7.2 შეფასება მიიღო.