„სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის მიერ „MEGOBARI აქტის“ მხარდაჭერასთან დაკავშირებით ჟურნალისტებთან საუბრისას, ბიძინა ივანიშვილს კითვით მიმართა:
“მინდა, პირველ რიგში, ბიძინა ივანიშვილს დავუსვა კითხვა: რა პასუხი გაქვთ „MEGOBARI აქტზე“. რატომ ტოვებთ საქართველოს მარტო, დაუცველს ძლიერი ამერიკის და ძლიერი ევროკავშირის გარეშე?! – წადით, დაანებეთ ამ ქვეყანას თავი. როდემდე აპირებთ თქვენი პირადი ინტერესებიდან გამომდინარე ჩიხში შეიყვანოთ ქვეყანა?!” – თქვა ვაშაძემ.
ვაშაძის თქმით, ივანიშვილი უნდა გამოვიდეს და საზოგადოებას გასცეს პასუხი.
“ნუ იმალებით! გამოდით და საზოგადოებას უთხარით რა პასუხს სცემთ “MEGOBARI აქტს“, სადამდე აპირებთ თქვენი პირადი ინტერესები უფრო წინ იყოს დაყენებული, ვიდრე ხალხის. ჩვენ გვინდა ევროკავშირში ინტეგრაცია, ძლიერ ამერიკასთან მეგობრობა, დაცულობა ევროკავშირთან ერთად, დემოკრატია, სადაც ადამიანის უფლებებს იცავენ. რის დაპირისპირებას აპირებთ?! უნდა გააგრძელოთ დაჭერები?! როდემდე?! ხომ იცით, ეგ გზა ძალიან მოკლეა და მალე დაგიმთავრდებათ. ივანიშვილს ვეუბნები: სანამ დროა, გამოდით და აიღეთ სრულად პასუხისმგებლობა იმ უბედურებაზე, რაც ქვეყანაში ხდება და წადით, დაანებეთ ამ ქვეყანას თავი, დანიშნეთ არჩევნები, დემოკრატიულ არჩევნებში დემოკრატიულად არჩეულმა ხელისუფლებამ უნდა გადაიბაროს ქვეყნის მართვა, რომელიცა აღადგენს ევროპასთან და ამერიკასთან ურთიერთობებს“,- თქვა ვაშაძემ.
