გუშინ ახალციხეში ტრაგედია მოხდა – მცირეწლოვანი ბავშვი ბაგა–ბაღში გარდაიცვალა.
ამასთან დაკავშირებით, „ტვ პირველს“ ოჯახის ახლობელმა ინტერვიუ მისცა.
„ბავშვი იყო ჯანმრთელი, არაფერი აწუხებდა. არანაირი ტემპერატურა, არც ხველა, ენერგიით სავსე. 2 წლის ბავშვი ლამის 5 წლისას ჰგავს… წავიდა აბსოლუტურად ხალისით, ღიმილით. პედაგოგიც ამას ამბობს, მიირთვა საკვები, ითამაშა, რომ დააძინეს და მერე არ იციან რა მოხდა.
ბავშვის დედამ გაიგო საღამოს, 16:30 საათზე, როცა ბაღიდან დამირეკეს. აღმზრდელებიც შოკირებულები არიან“, – აღნიშნა მან.
ტრაგედიის მიზეზის დადგენაზე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ. ფაქტზე გამოძიება სსკ 116-ე მუხლით დაიწყო, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს.