„პსჟ“-ის მთავარმა მწვრთნელმა, ლუის ენრიკემ საქართველოს ნაკრებისა და პარიზული კლუბის ვარსკვლავის, ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ ისაუბრა.
„ძალიან კარგად ვიცნობ ხვიჩას. ის ახალგაზრდაა, მაგრამ უკვე დიდი გამოცდილება აქვს. ეს იშვიათია თავდამსხმელისთვის. კლუბის და ქვეყნის შეცვლა რთულია — ადაპტაცია სჭირდება, მაგრამ მან ამას ძალიან კარგად გაართვა თავი.
ძალიან კმაყოფილი ვარ კვარას თამაშით — როგორც ბურთით, ისე ბურთის გარეშე. ამ გუნდში ორივე ასპექტში კონკურენტუნარიანი უნდა იყო, ის ამასთან კარგად ადაპტირდა და ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ჩვენს გუნდშია“, – თქვა მან.
შეგახსენებთ, ხვალ, ჩემპიონთა ლიგის 1/2-ფინალური ეტაპის განმეორებით მატჩში, „პსჟ“ „არსენალს“ დაუპირისპირდება. პირველი შეხვედრა ლონდონში, პარიზელების გამარჯვებით – 0:1 – დასრულდა.