დღეს იუსტიციის უმაღლეს სკოლასთან, სადაც მოსამართლეების კონფერენცია გაიმართა, მიმდინარე აქციებისას დაპატიმრებული აქტივისტების ოჯახების წევრებმა აქცია გამართეს.
აღნიშნულ საქმეებზე მედიასთან კომენტარი გააკეთა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლემ, ლევან მურუსიძემ.
„არ ვიცი, კომენტარს ამასთან დაკავშირებით მე ვერ გავაკეთებ, ვინაიდან ეს არის კონკრეტული სისხლის სამართლის საქმეები, რომლებზეც მიმდინარეობს, ალბათ, ზოგზე გამოძიება, ზოგზე სასამართლო განხილვა და, შესაბამისად, ჩემი მხრიდან რაიმე კომენტარის გაკეთება, მით უმეტეს, რომ არც ვიცი საქმის მასალები და რომც ვიცოდე, ბუნებრივია, ამაზე კომენტარს ვერ გავაკეთებ.
ერთი რამ შემიძლია ვთქვა, რომ საქართველოში არის დამოუკიდებელი სასამართლო და არავის სამართალი არ დაეკარგება”, – განაცხადა ლევან მურუსიძემ.