აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, შეერთებულმა შტატებმა ხელი მოაწერა უკრაინასთან მინერალების შესახებ შეთანხმებას.
„დღეს ჩვენ დავდეთ შეთანხმება, რომლის მიხედვითაც, თეორიულად, 350 მილიარდ დოლარზე ბევრად მეტს ვიღებთ, მაგრამ მე მინდოდა დაცული ყოფნა“, – თქვა ტრამპმა.
კითხვაზე – „შეეძლო თუ არა შეთანხმებას რაიმე ფორმით შეეკავებინა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი?“
„ – შესაძლოა“, – უპასუხა.
აშშ-ის ლიდერის თქმით, უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის ვატიკანში შეხვედრის დროს განუცხადა, რომ ძალიან კარგი იქნებოდა, თუ ხელს მოაწერდა შეთანხმებას, რადგან „რუსეთი გაცილებით დიდი და ძლიერია“.