პიარტექნოლოგი ლალი მოროშკინა სოციალურ ქსელში ახალ პოსტს აქვეყნებს.
„ერთი პარადოქსი გამოიკვეთა:
ვინც ე.წ.
“2012 -იანელები” ვართ,
ბიძინა ივანიშვილის ერთგულები ვიყავით პირველი დღიდან,
გვჯეროდა და გვეიმედებოდა, ( უმეტესობისთვის არაფერი შეცვლილა ამ იდეოლოგიურ ლაბირინთში.მე უპირობოდ მჯერა ბატონი ბიძინასი) არც “ოცნებაში” მოგვითხოვია გაწევრიანება და არც მაღალი თანამდებობები.
იყო ომი და ამ ომში რიგით ჯარისკაცად ყოფნა უფრო საშური საქმე გახლდათ!
ახლა, როდესაც რაიონის პრობლემაა მოსაგვარებელი, ან თუნდაც უფრო დიდ მასშტაბზეა წვდომა საჭირო, ვეხეთქებით დიიდ კედელს,, რომელსაც სახელად
“ოდესღაც ბიძინას მტრები ” ქვია.
მე მესმის იმ ხალხის, რომლებსაც ჩვენი არც დანახვა და არც გაგონება სურთ, რადგან სჯერათ მაღალ გეგაბაიტიანი მეხსიერების ჩვენს თავებში. შესაბამისად ისიც კარგად იციან, რომ მათი მედროვე სიფათები კარგად გვახსოვს.
P.S. მავანთ ბოლო შანსს გაძლევთ გამოასწოროდ, როგორც სტიქიით დაზარალებულთა მშენებლობების ტენდერების, მედიასთან “მოლაპარაკე თავების”, ნარკომანიასთან ფსევდო ბრძოლის, და ა.შ. პრობლემები. აღარაფერს ვამბობ საგარეო აქტივობებზე…
ჩემი ეს უსტარი პირდაპირ ადრესატთან მივა და მერე არ გავიგო თქვენი “არარუშულკანონის” მხარეს მორიგ ჯერ გადაპორტირება და წკმუტუნი!
მე მითქვამს!“, – წერს ის.