Sunday, July 13, 2025
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

“11:18 წუთზე დათას ხმა არ ისმოდა…” – რას იხსენებს, პედაგოგი, რომლის მოსწავლე ონლაინ გაკვეთილზე ყოფნისას ბათუმის ტრაგედიას ემსხვერპლა

October 12, 2021
“11:18 წუთზე დათას ხმა არ ისმოდა…” – რას იხსენებს, პედაგოგი, რომლის მოსწავლე ონლაინ გაკვეთილზე ყოფნისას ბათუმის ტრაგედიას ემსხვერპლა

ბათუმში, 8 ოქტომბერს, 26 მაისის ქუჩაზე კორპუსის ჩამონგრევის დღეს ონლაინ გაკვეთილზე მყოფი, გარდაცვლილი მოსწავლის დათა შომახიას პედაგოგი, ირმა ვადაჭკორია ტრაგედიის დღეს ვახო ხუზმიაშვილის გადაცემაში “თავისუფალი სივრცე” იხსენებს:

“გაკვეთილი დაიწყო 11:00 საათზე. იმ დღეს შემოქმედებითი გაკვეთილი გვქონდა და ვარჩევდით კლასგარეშე ლიტერატურას და ისინი ინტერნეტში ეძებდნენ, წიგნების დასახელებებს ვეუბნებოდი, რაც უნდა წაეკითხათ. დათა ძალიან აქტიურად იყო ამ პროცესში ჩართული.

შემდეგ უკვე პრეზენტაციას ვაკეთებდი, შევარჩიე წიგნი – “ანა ფრანკის დღიური”, რომელიც სიმბოლურად იქცა. ვფიქრობ, დღეს მის ბედს იზიარებს დათა, რადგან მისი გარდაცვალების შემდეგ გახდა ცნობადი სახე.

11:18 წუთზე დათას ხმა არ ისმოდა, ამ დროს მიფიქსირებს “თიმსი” ბავშვის გასვლას. როგორც ჩანს, ეს ტრაგედია ზუსტად 11:18 წუთსა და 18 წამზე მოხდა.

არანაირი ხმაური არ გაგვიგია. კამერები ჩართული არ გვქონდა,”,- ამბობს პედაგოგი.

როგორც ირმა ვადაჭკორია იხსენებს, მისი მოსწავლე გამორჩეულად შემოქმედები ადამიანი იყო.

“არცერთი წიგნი ისე არ წაუკითხავს, მასზე გამოხმაურება რომ არ დაეწერა, არ დაეწერა რეცენზია, რომლის კოლექციაც მაქვს. თავისი ასაკის შესაფერისად აბსოლუტურად ყველა წიგნი წაკითხული აქვს, რაც კი მივეცი. ყველაფერს შემოქმედებითად უდგებოდა, ნახატები, გაფორმებები… უამრავი მასალა მაქვს, რომელიც მინდა, რომ საზოგადოებამ გაიცნოს.

ახლა კიდევ უფრო ვხედავ რაღაც სიმბოლურ კავშირს. ერთხელ ჩვენ წავიკითხეთ “თევზი ხეზე”, შემდეგ ბავშვებს ასეთი დავალება მივეცი, რომ სკოლაში მოეტანათ ისეთი რამ, რითიც საზოგადოებას წარუდგებოდნენ, თავის მეგობრებს ახალ ამპლუაში დაანახებდნენ თავს და მან (დათამ) საოცარი ნახატი მოიტანა, რეალურის და ირეალურის ანარეკლი, ორი სამყარო, მაგრამ ამას ახლა, ახლა ამ გადმოსახედიდან ვხედავ, მანამდე ასეთი რაღაცების შემჩნევა ცოტა რთულია,” – ამბობს პედაგოგი ირმა ვადაჭკორია ვახო ხუზმიაშვილთან ინტერვიუში.

ბა­თუმ­ში, 26 მა­ი­სის ქუ­ჩა­ზე კორ­პუ­სის ჩა­მონ­გრე­ვის შე­დე­გად გარ­დაც­ვლილ 9 ადა­მი­ანს შო­რის სამი არას­რულ­წლო­ვა­ნი, მათ შო­რის 12 წლის დათა შო­მა­ხია იყო. ტრა­გე­დი­ას ემსხვერ­პლა ასე­ვე მო­ზარ­დის დედა მაია შო­მა­ხია.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • „1 აგვისტოდან ამოქმედდება“ – დონალდ ტრამპის კიდევ ერთი ხმაურიანი გადაწყვეტილება
  • „დაჭრილი კომაშია; ამის ჩამდენი 20 წლის ბიჭი თანასოფლელია…“ – მარნეულში მომხდარი სისხლიანი დაპირისპირების დეტალები
  • მიხეილ სააკაშვილი განცხადებას ავრცელებს

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy

© 2023 Mix.Metronome.Ge