ბოლო დღეებში აქტუალური გახდა საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო ლიბერალიზაციის გაუქმების საკითხი.
აღნიშნულს ჟურნალისტი ბექა ყორშია სოციალური ქსელით ეხმაურება.
„მარტივად რომ ავხსნათ, ასეა საქმე.
ჩვენს ამჟამინდელ სახელმწიფოს არც ინსტიტუციური, არც ღირებულებითი კავშირი არ აქვს ევროპასთან.
ერთადერთი, რაც ჩვენ ახლა ევროპასთან გვაკავშირებს, თუნდაც ფორმალურად, არის ვიზალიბერალიზაცია.
ღირებულებითად ჩვენ დიდი ხანია მოვწყდით ევროპას. უვიზო რეჟიმის გაუქმება კი ნიშნავს ჩვენს ფიზიკურ მოწყვეტასაც.
ანუ საქართველოს მოქალაქე მარტივად ვერ ჩავა ევროპაში. ისევე, როგორც რუსი, ბელარუსი, ჩრდ. კავკასიის რესპუბლიკების მოქალაქეები ვერ ჩადიან.
ჩვენ როგორც იდეურად, ისე ფიზიკურად ვწყდებით ევროპას, ანუ ვწყდებით ცივილიზაციას და ვიხევთ უკან არათუ წლებით, არამედ საუკუნეებით“, – წერს ის.