Friday, November 21, 2025
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

რა ღონისძიებები იგეგმება 26 მაისს, დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად?

April 16, 2025
რა ღონისძიებები იგეგმება 26 მაისს, დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად?

მთავრობამ 26 მაისს, დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავი ღონისძიებების ორგანიზების სამოქმედო გეგმა გამოაქვეყნა. როგორც შესაბამის განკარგულებაშია აღნიშნული, თბილისსა და რეგიონებში მოეწყობა თემატური გამოფენები, სპორტულ-გასართობი, თუ შემეცნებითი სივრცეები; ასევე დაგეგმილია, ფიცის დადების ცერემონია და კონცერტები საქართველოს მასშტაბით.

უფრო კონკრეტულად, დოკუმენტის მიხედვით, ღონისძიებების გეგმა ასეთია:

თბილისში, ალექსანდრეს ბაღის, ორბელიანის ქუჩასა და მიმდებარე ტერიტორიაზე შემეცნებით გასართობი სივრცეები მოწყობა (სპორტული, კულტურული აქტივობების თემატური სივრცეები, ასევე, საბავშვო, ღვინის სადეგუსტაციო და მოსასვენებელი სივრცეები). აღსანიშნავია, რომ გასულ წლებში აღნიშული ზონები რუსთაველის გამზირზე ეწყობოდა.

ფიცის დადების საზეიმო ღონისძიება თბილისში, თავისუფლების მოედანზე და საქართველოს ხუთ მუნიციპალიტეტში;

გალა-კონცერტი თბილისში;

ჯავშანტექნიკის გამოფენები თბილისსა და რეგიონებში;

გორში, მთავარ მოედანზე საბავშვო-გასართობი სივრცეების, კინოთეატრის, კვების კუთხეების მოწყობა; ადგილობრივი მეწარმეების პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა; საღამოს კონცერტი; ზუგდიდში შემეცნებით-გასართობი სივრცეების, პროფესიული კოლეჯების ინოვაციური, ტექნოლოგიების სტენდების მოწყობა; ვორქშოპების გამართვა; ადგილობრივი მეწარმეების პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა;

ქუთაისში, ცენტრალურ მოედანზე „საქართველო ღვინის სამშობლო“ კონცეფციის შესაბამისი სივრცეების მოწყობა; ასევე, ღვინის, ადგილობრივი წარმოების საგამოფენო, გასართობი, კვების ზონების მოწყობა. იგეგმება გალა- კონცერტის გამართვა;

თელავში, ცენტრალურ მოედანზე კონცეფციის შესაბამისი სივრცის, შემეცნებითი- გასართობი აქტივობებისთვის ზონების მოწყობა; ტერიტორიაზე განთავსდება გადასაღები სივრცე „26 მაისი“. როგორც დოკუმენტშია აღნიშნული, ადგილზე მისული სტუმრები ასევე შეძლებენ შეისწავლონ ნარგავების მოვლის ტექნიკა; მოეწყობა ადგილობრივი მეწარმეების პროდუქციის გამოფენა/გაყიდვა, ღია კაფე, რამდენიმე კოსტიუმირებული მსვლელობა, საბავშვო და სპორტული წარმოდგენები; საღამოს კონცერტი;

ახალციხეში მოეწყობა 26 მაისის ღონისძიების საგამოფენო სივრცე; ფოტოზონები, საკემპინგე სივრცეები, ზიპლაინის აქტივობა, VR სივრცე, ადგილობრივი მეწარმეების პროდუქციის გამოფენა, საღამოს გალა-კონცერტი;

რუსთავში ღონისძიება გაიმართება ქალაქის მთავარ მოედანზე, მოეწყობა გასართობი, შემეცნებითი, მოსასვენებელი, ყვავილების და მუსიკალური სივრცეები; გაიმართება სპორტული აქტივობები, ადგილობრივი მეწარმეების პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა და ა.შ. დღის ბოლოს კონცერტი;

მესტიაში თემატური, გასართობი, შემეცნებითი, სამეწარმეო და გასტრონომიული ზონების მოეწყობა. ასევე, გაიმართება სპორტული აქტივობები. საღამოს კონცერტი;

ოზურგეთში იგეგმება საქართველოს ენერგეტიკის საგამოფენო სტენდის, თემატური ფოტოზონების, შემეცნებით-გასართობი სივრცეების მოწყობა, ასევე, ადგილობრივი მეწარმეების გამოფენა; კონცერტი;

ფოთში გემისა და შუქურას ინსტალაცია, კოსტიუმირებული პერსონალის დემონსტრირება, შემეცნებით და გასართობი სივრცეების მოწყობა;

მარნეულში თემატიკის შესაბამისი პავილიონის, საგამოფენო სივრცეების, შემეცნებითი კუთხეების, კვების ზონების მოწყობა. ასევე, მცირე მეწარმეების გამოფენა; საღამოს კონცერტი;

მცხეთაში 26 მაისი კონცეფციის შესაბამისი სივრცეების, კვების ზონების, და პავილიონების მოწყობა ( ასევე, საბავშვო, მუსიკალური სივრცეები); საღამოს კონცერტი;

ამბროლაური – კონცეფციის შესაბამისი სივრცეების, გასტრონომიული, ღვინის კუთხეების, ასევე სამეწარმეო სივრცეების მოწყობა; საღამოს კონცერტი.

წყარო

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • მიხეილ სააკაშვილი განცხადებას ავრცელებს
  • “ივანიშვილმა არაკომპეტენტური მატყუარები საკუთარ რიგებში მოიკითხოს” – თინა ბოკუჩავა
  • “კორუფციის 271 სავარაუდო შემთხვევაა დაფიქსირებული, რომელშიც „ქართული ოცნების“ 227-ზე მეტი მოქმედი თუ ყოფილი მაღალი თანამდებობის პირი ფიგურირებს” -საერთაშორისო გამჭვირვალობა

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy

© 2023 Mix.Metronome.Ge