“ქოცი ვიყავი, რა თქმა უნდა, და ერთ-ერთი ყველაზე მაგარი ქოცი ვიყავი, მაგრამ აღარ ვარ”– ამის შესახებ “გახარია საქართველოსთვის“ ლიდერმა, გადაცემა “რეაქციაში“ განაცხადა.
გიორგი გახარია “ოცნებასა“ და “ნაციონალურ მოძრობას“ შორის ავლებს პარალელს და ამბობს, რომ “რადიკალიზმის ყველაზე მძიმე ფორმა საქართველოში პირველად ნაცებმა ჩამოაყალიბეს, შემდეგ კი ოცნებაში გადავიდა.“
“ქოცი ვიყავი, რა თქმა უნდა, და ერთ-ერთი ყველაზე მაგარი ქოცი ვიყავი, მაგრამ აღარ ვარ. როდესაც ქოცმა გადაწყვიტა, რომ მე ვინც არ მეთანხმება, ყველა ქვეყნის მტერია და განსხვავებული აზრი ვისაც აქვს, ის ყველა მტერია, ეს ჩემთვის მიუღებელია, ეს უკვე ნაცობაა. რადიკალიზმის ყველაზე მძიმე ფორმა საქართველოში პირველად, ჩამოაყალიბეს ნაცებმა, რაც დღეს მშვიდად გადავიდა ოცნებაში. ამიტომ, მათ შორის მე სხვაობას ვერ ვხედავ. პარტია, რომელიც ამბობს, რომ მან უნდა მიიღოს 32 პროცენტი, ის პარტია ქვეყნის მტერია, დამთავრებულია,- განაცხადა გახარიამ.