საქალაქო სასამართლოში კამერების დაზიანების ბრალდებით დაკავებული არჩილ მუსელიანცის საქმის განხილვა გაიმართა. საქმე არსებით განხილვაზე გადავიდა.
“გვაქვს საფუძვლიანი ეჭვი, რომ ერთი შემოქმედი ჰყავს ყველა სისხლის სამართლის საქმეს და ერთი პირისგან იღებდნენ დავალებებს, თუმცა ყველა მოწმე რომელიც სასამართლოში მოდის და აძლევს ჩვენებას, მათ შორის არჩილ მუსელიანცის სისხლის სამართლის საქმეზე, მე შეურაცხყოფას არავის ვაყენებ, თუმცა ყველა იმართებს ამნეზიას და არ ახსოვთ, ვინ გასცა ეს მითითება. ზუსტად ვიცით, რომ საქმის მასალები არის გაყალბებული. დღევანდელმა მოწმეებმა ვერაფერი ვერ დაადასტურეს” – ამბობს ადვოკატი.
არჩილ მუსელიანცი 2024 წლის 30 ნოემბერს, თავდაპირველად ადმინისტრაციული მუხლით იყო დააკავეს, თუმცა მოგვიანებით მუხლი სისხლის სამართლით ჩადენილი დანაშაულით – 187-ე მუხლის მეორე ნაწილით გადაკვალიფიცირდა, რაც სხვისი ნივთის განზრახ დაზიანებასა და განადგურებას გულისხმობს. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში არჩილ მუსელიანცს 3-დან 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.