სპეციალური საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, გუშინ 14 წლის გოგონას მიმართ ჩადენილი პედოფილიის და გარყვნილი ქმედების ფაქტზე, 45 წლის მამაკაცი დააკავეს.
მათივე ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული, Facebook-ის ყალბი გვერდების გამოყენებით, 14 წლამდე ასაკის ბავშვებს უკავშირდებოდა. ბრალდებული მათ არასრულწლოვანი ბიჭის ან გოგოს სახელით ეცნობოდა, შედიოდა ბავშვებთან კომუნიკაციაში, რის შემდეგაც სექსუალური შინაარსის საკითხებზე იწყებდა საუბარს და მათგან გაშიშვლებას და ვიდეოზარის განხორციელებას მოითხოვდა.
“კურიერის” მიერ ექსკლუზიურად მოპოვებულ აუდიო და ტექსტურ შეტყობინებებში 45 წლის მამაკაცის 14 წლის გოგოსთან მიმოწერაა ასახული. პედოფილი, რომელიც არასრულწლოვანს ისე გაეცნო, თითქოს 17 წლის მოზარდი იყო, თვეების განმავლობაში მსხვერპლზე ფსიქოლოგიურ ზეწოლას ახდენდა, აშანტაჟებდა და მისი პირადი ცხოვრების ამსახველი ფოტო-ვიდეო მასალის გავრცელებით ემუქრებოდა.
განაგრძეთ კითხვა