ჟურნალისტი თინათინ დვალიშვილი სოციალურ ქსელში აქვეყნებს პოსტს, სადაც ბოლო დროს გახმაურებული წიგნის – „როგორ დავამარცხოთ დიქტატორი“ – ავტორთან, მარია რესასთან შეხვედრის შესახებ წერს.
„მარია რესა: ბევრი ფილიპინელისთვის მე კრიმინალი ვარ.
მშვიდობის დარგში ნობელის პრემიის ლაურეატისა და თავისუფალი სიტყვისთვის მებრძოლი ჟურნალისტის ეს სიტყვები კიდევ ერთი დასტურია იმისა, რომ ყველა დიქტატურას და რეჟიმს ერთი მიზანი აქვს – გააუფასუროს და ხალხის ნდობა დაუკარგოს მედიას.
როცა გაიგო, საქართველოდან ვიყავი, პირველი სიტყვა რაც წარმოთქვა იყოს: მზია. მოიკითხა და გამძლეობა უსურვა“, – აღნიშნულია დვალიშვილის პოსტში.
შეგახსენებთ, „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დაპატიმრებული დამფუძნებელი, მზია დვალიშვილი, თავის ერთ-ერთ სასამართლო პროცესზე სწორედ მარია რესას ზემოაღნიშნული წიგნით მივიდა.
ამაღლობელი 11 იანვარს, ბათუმში დააკავეს. ბათუმის საქალაქო სასამართლომ მას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.
მზია ამაღლობელს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლით აქვს წაყენებული, რაც პოლიციელზე თავდასხმას გულისხმობს. მას 4-დან 7 წლამდე პატიმრობა ემუქრება.