ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებში ყოფილი სახელმწიფო მინისტრი, პოლიტიკოსი ბუკა პეტრიაშვილი სოციალური ქსელით შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართავს.
„შსს-ს საყურადღებოდ: ერთადერთი რის გამოც ვიკავებდი თავს ჯარიმების არ გადახდაზე, იყო სესხების დაფარვის ვალდებულება.
ბანკებმა მითხრეს, (ისე რა მედიდურად ჟღერს: ბანკმა კი არა ბანკებმა ) ნებისმიერი ანგარიშიდან შეიძლება, მთავარია პირადობა მიუთითეო.
ასე რომ ტყუილად იხარჯებით. დღეს მე-6 ჯარიმაზე დარეკეს უკვე და მინდა გითხრათ, რომ მაგარი „გამიტრუხდა“ „უკვე“, – წერს პეტრიაშვილი.