Monday, July 13, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

„7 დღით ვწყვეტ შიმშილობას“ – გიორგი ჩიკვაიძე ციხიდან წერილს აქვეყნებს

April 10, 2025

დაპატიმრებული ბიზნესმენი, გიორგი ჩიკვაიძე 30-დღიანი შიმშილობის შემდეგ, შიმშილობას წყვეტს.

ამის შესახებ ის ციხიდან გავრცელებულ წერილში საუბრობს.

„დიდი მადლობა სინდისის პატიმრების დედებს თანადგომისთვის; ასევე ყველა იმ ადამიანს, ვინც მთხოვდა, რომ შიმშილობა შემეწყვიტა.

ვითვალისწინებ ყველას თხოვნას და ზუსტად 7 დღით ვწყვეტ შიმშილობას 30 დღიანი შიმშილობის შემდეგ, ამ ჟესტით, პენიტენციურ დაწესებულებას, რომელიც მოქმედებს პროკურატურასთან ალიანსში, მინდა ხელიდან გამოვაცალო საფუძველი, რომ
17 აპრილისთვის არ ჰქონდეთ რაიმე საბაბი და სასამართლოზე არ დამასწრონ.

17 აპრილი დიდი ხუთშაბათია; დიახ, ქალბატონო იზა კელენჯერიძე, ნამდვილად 33 ვერცხლია თქვენი და იმ დაწესებულების ფასი, რომელსაც წარმოაგდენთ და სასამართლოს ეძახით. მაგრამ იმედი მაქვს, რომ ვერც მაგ 33 ვერცხლს მიიღებთ, რადგან, სავარაუდოდ, ინფორმირებული ხართ, რომ თქვენი გვარი ბრიტანული და ევროპული სანქციების ახალი ტალღის პირველ ათეულშია.

ასევე, 17 აპრილს გამხელთ თქვენ და პროკურატურას ერთად, თუ როგორ მოქმედებთ შეთანხმებულად. შეგახსენებთ, რომ თქვენ ხართ პასუხისმგებელი იმაზე, რაც თქვენმა უსამართლო გადაწყვეტილებამ დამმართა – მე დაზიანებული მაქვს თავის ტვინის ის ნაწილი, რომელიც პასუხისმგებელია მოძრაობასა და მხედველობაზე, მაგრამ ძალიან კარგად მიმუშავებს მეტყველების და აზროვნების ნაწილი.

ამ ჯერზე, გაიძულებთ, რომ გაითვალისწინოთ ჩემს მიერ დაყენებული შუამდგომლობები,
რომელიც დაკავშირებული იქნება თქვენი ქმედებების შედეგად მტკიცებულებების განადგურებასთან, რაც შეჯიბრებითობის პრინციპს არღვევს, ასევე საზოგადოებას და თქვენც მოგიყვებით თუ რას შეეწირა კორუმპირებული ფინანსური პოლიციის საგამოძიებო სამსახურის უფროსი ბ-ნი რამიშვილი და რა სისხლის სამართლის დანაშაული ჩაიდინა ფინანსური პოლიციის კრიმინალურმა დაჯგუფებამ ეგრეთწოდებული სპეცოპერაციის დროს.
ეს ყველაფერი შემხებლობაშია ჩემს საქმესთან.

როგორც ვიცი, თქვენ ლექციებს კითხულობთ; შესაბამისად, მინდა საზოგადოებამ და სტუდენტებმა იცოდნენ თქვენს მიერ ჩადენილი უსამართლობისა და ბოროტების შესახებ.

გპირდებით, რომ თქვენი და ჩემი გადაკვეთის წერტილი იქნება პრეცედენტული.

მეგობრებო, კიდევ ერთხელ მადლობა ყველას სოლიდარიბისთვის, ჩვენ ვიმარჯვებთ და ეს ასეც იქნება!
სინდისის პატიმრებო, გამაგრდით! ძალიან მალე ყველაფერი კარგად იქნება!✊“, – აღნიშნულია წერილში.

ჩიკვაიძის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ წაიკითხეთ ბმულზე.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვის და რეალიზაციის ფაქტებზე ბრალდებულს 16 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
  • პროკურორის განმარტებით, გურამ როგავამ და ზვიად მაისაშვილმა სასამართლო პროცესზე დასწრება დაგვიანების გამო ვერ შეძლეს
  • ლევან იოსელიანი ელისაშვილის წინააღმდეგ გამოტანილ განაჩენს ეხმიანება

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • პოლიტიკა
  • მოგზაურობა
  • კრიმინალური ამბები
  • მოგზაურობა
  • სპორტი
  • ვიდეო
  • სხვადასხვა
  • ტექნოლოგია
  • ფსიქოლოგია
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი

© 2026 Mix.Metronome.Ge