Wednesday, March 25, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

რძის გარშემო შექმნილ აჟიოტაჟთან სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსი განცხადებას ავრცელებს

April 4, 2025
რძე

სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, არანაირი პანიკის საფუძველი არ არსებობს, რადგან აფლატოქსინ M1-ის რაოდენობა კრიტიკული არ არის, რაც დაადასტურეს ჩვენმა წამყვანმა მედიკოსებმა, – განაცხადა „დღის ქრონიკაში“ სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსმა, ზურაბ ჩეკურაშვილმა.

„ჩვენ, 2016 წლამდე გვქონდა ძველი კანონმდებლობა, მაგრამ მას შემდეგ, რაც ჩვენ გავხდით ასოცირების წევრი და DCFTA-ის ხელშეკრულებას მოვაწერეთ ხელი, ავიღეთ მსოფლიოში არსებული აფლატოქსინ M1-ის უმაღლესი სტანდარტი 0, 05, 0,5-ის მაგივრად. ეს არის ყველაზე მკაცრი სტანდარტი, რაც შეიძლება იყოს მსოფლიოში.

თუმცა, თან მაქვს კოდექს ალიმენტარიუსის სტანდარტი, რომელიც არის მსოფლიო ჯანმრთელობის დაცვის ორგანიზაციის, სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის ინსტიტუტი, სადაც მუშაობენ მსოფლიოს წამყვანი მეცნიერები და ექსპერტები, აქ არის ზღვრულად დასაშვები, დღეს მოქმედი სტანდარტი მთელ მსოფლიოში 0,5, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ქვეყნებს არ აქვთ შესაძლებლობა, რომ ეს ზღვარი კიდევ უფრო დასწიონ, როგორც ეს არის ევროკავშირის ქვეყნებში. ევროკავშირის ქვეყნებში ეს ზღვარი უფრო დაბალია. თუმცა, ისეთი ქვეყნები, როგორიც არის აშშ, იაპონია, სამხრეთ კორეა, ბრაზილია, ჩინეთი, იქ 0,5-ია, რაც ჩვენ გვქონდა 2016 წლამდე“, – აღნიშნა ჩეკურაშვილმა.

ცნობისთვის, გუ­შინ სურ­სა­თის ეროვ­ნულ­მა სა­ა­გენ­ტომ ინ­ფორ­მა­ცია გა­ავ­რცე­ლა, რომ­ლის თა­ნახ­მა­დაც, იმ­პორ­ტი­რე­ბუ­ლი რძის 5 ნი­მუშ­ში აფ­ლა­ტოქ­სინ M1-ის გა­და­ჭარ­ბე­ბუ­ლი ოდე­ნო­ბა და­ფიქ­სირ­და. შპს „ვიმ-ბილ-დან საქართველოს“ დაევალა დასახელებული სურსათის პარტიების სარეალიზაციო ქსელიდან ამოღება/გამოთხოვა.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • თურქეთში, ნარკოტიკებთან დაკავშირებული გამოძიების ფარგლებში, 14 პირი დააკავეს, მათ შორის ბიზნესის, სპორტისა და შოუ-ბიზნესის სფეროს ცნობილი ფიგურები – გაცემულია მსახიობ ჰანდე ერჩელის დაკავების ორდერი
  • სასახლის ღობის საქმე – ბრალდებული ბექა მაჭავარიანი საპროცესო შეთანხმებას ითხოვს
  • “აუტიზმის სპექტრის დარღვევის მქონე ბავშვთა აბილიტაციის“ პროგრამაში დამატებით 300 ბავშვი და მოზარდი ჩაერთვება

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy
  • დოლარის კურსი შეიცვალა – რა ფასად შეიძენთ უცხოურ ვალუტას დღეს?

© 2023 Mix.Metronome.Ge