Tuesday, July 8, 2025
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home პოლიტიკა

„პრეზიდენტი ტრამპი ამ ხაფანგში არ გაებმება…“ – რას აცხადებს აშშ-ის სახელმწიფო მდივანი?

April 4, 2025
„პრეზიდენტი ტრამპი ამ ხაფანგში არ გაებმება…“ – რას აცხადებს აშშ-ის სახელმწიფო მდივანი?

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ უკრაინაში მშვიდობის დამყარების საკითხზე კიდევ ერთხელ ისაუბრა.

რუბიოს თქმით, მისი განწყობა ოპტიმისტურია, მაგრამ რუსეთი თუ გაჭიანურების ტაქტიკას იყენებს, პრეზიდენტი ტრამპი ამ ხაფანგში არ გაებმება.

„ეს თუ გაჭიანურების ტაქტიკაა, პრეზიდენტი ამით დაინტერესებული არ არის. თუ ეს მოლაპარაკებების უსასრულო გაგრძელებაა, პრეზიდენტი ტრამპი ამ ხაფანგში არ გაებმება. არა მათი სიტყვები, მათი ქმედებები განსაზღვრავს, არიან ისინი სერიოზულები თუ არა. ჩვენ მალე გავიგებთ, სერიოზულად არის თუ არა რუსეთი მშვიდობით დაინტერესებული. თუ ასეა, ეს შესანიშნავი იქნება. მაშინ ჩვენ შეგვიძლია, მშვიდობისკენ ვიმოძრაოთ. თუ არა, მაშინ მოგვიწევს გადავაფასოთ ჩვენი პოზიცია და ის, თუ რა უნდა გავაკეთოთ მომავალში. არის რაღაც დამაიმედებელი ნიშნები. არის რაღაც შემაშფოთებელი ნიშნები. ეს ადვილი არ იქნება. არავის უთქვამს, რომ ეს ადვილი იქნებოდა“, – აღნიშნა რუბიომ.

ამასთან, შტატების სახელმწიფო მდივანმა თქვა, რომ ის რუსეთის პრეზიდენტის სპეციალურ წარმომადგენელს, რუსეთის პირდაპირი ინვესტიციების ფონდის ხელმძღვანელს, კირილ დმიტრიევს შეხვდა.

„კირილი ამ კვირაში გვეწვია, მქონდა შესაძლებლობა, შევხვედროდი. ის წაიღებს გარკვეულ შეტყობინებებს და გზავნილი არის: აშშ-მა უნდა იცოდეს, სერიოზულად ხართ თუ არა განწყობილი მშვიდობის მიმართ. საბოლოოდ, პუტინმა, რუსეთის ფედერაციამ უნდა მიიღოს ეს გადაწყვეტილება. ვფიქრობ, უკრაინელებმა აჩვენეს მზადყოფნა, მაგალითად, დათანხმდნენ სრულ ცეცხლის შეწყვეტას, რათა შეიქმნას სივრცე მოლაპარაკებისთვის. გარკვეულ მომენტში, მალე რუსებმა და პუტინმა უნდა მიიღონ გადაწყვეტილება, სერიოზულად არიან თუ არა განწყობილი მშვიდობისკენ და იმედი მაქვს, რომ ასე იქნება“, – განაცხადა რუბიომ.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • “შესაძლებელია მათთან ერთად კიდევ იყო ვინმე…” – რას აცხადებს ალექსი ახვლედიანის ადვოკატი
  • „ჩინეთი გერმანულ თვითმფრინავს სამხედრო ლაზერით დაესხა თავს“ – რას აცხადებს გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრო?
  • თორნიკე რიჟვაძის საქმესთან დაკავშირებით, 1 პირს ბრალი წარედგინა – პროკურატურა განცხადებას ავრცელებს

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy

© 2023 Mix.Metronome.Ge