Sunday, July 6, 2025
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

“დაწესებულებაში მეც გამაშიშვლეს და ბუქნების კეთებაც მაიძულეს” – გიორგი ჩიკვაიძე საპატიმროდან წერილს ავრცელებს

March 31, 2025
რა ახალი გამოძიება დაიწყო პროკურატურამ ბიზნესმენ გიორგი ჩიკვაიძესთან დაკავშირებით?

ბიზნესმენი გიორგი ჩიკვაიძე ციხიდან წერილს აქვეყნებს, სადაც საუბარია მის მიმართ განხორციელებულ ქმედებებზე და ჯანმრთელობის მდგომარეობაზე.

“ბოლო დღეებია, ვფიქრობდი, მეცნობებინა თუ არა საზოგადოებისთვის ჩემი საპატიმროში ყოფნის ზოგიერთი გარემოება. თუმცა გაირკვა, რომ ღირსების შემლახავი მოქმედებების მსხვერპლი მხოლოდ მე არ ვყოფილვარ, ამიტომაც ჩავთვალე საჭიროდ, ამ განცხადების გაკეთება.
11 მარტს როდესაც შემომიყვანეს ამ დაწესებულებაში მეც გამაშიშვლეს და ბუქნების კეთებაც მაიძულეს, რის შემდეგაც გამატარეს სკანერზე.
რასაც ჩვენ დღეს ვუყურებთ ამ ტირანული  რეჟიმის მხრიდან თუ როგორ აწამებს პოლიტიკურ ლიდერებსა და თავისუფლებისათვის მებრძოლებს ან დაჭერით ემუქრება არის დანაშაულებრივი და არის რუსული.
ჩემი სოლიდარობა თითოეულ მათგანს!
დღეს ჩემი შიმშილობის მეოცე დღეა და მდგომარეობა საათობრივად მძიმდება, შევნიშნე რომ მგრძნობელობის პრობლემა გაჩნდა მარჯვენა ფეხზეც და ასევე, მხედველობის პრობლემა მარჯვენა თვალზე, თუმცა მიუხედავად ამ გაუსაძლისი მდგომარეობისა ერთი წუთითაც არ ვნანობ მიღებულ გადაწყვეტილებას, რადგან ეს ღირსების საკითხია მითუმეტეს მაშინ, როდესაც ასე დემონსტრაციულად  მიმდინარეობს ქვეყნის ღალატი და განადგურება; ამდენი შეურაცხყოფილი გენერალი, დამცირებული ქართული ჯარი,  შეგინებული გმირულად დაღუპული მეომრები და ამ ყველაფრის  შემხედვარე ქართველი ხალხი.
ხშირად ისმის ფრაზა – ხალხი დაიღალა. ეს ფრაზა ამოიღეთ ხმარებიდან და წარმოიდგინეთ გიორგი ანწუხელიძე, რომელსაც, ჯერ კიდევ ცოცხალს, რუსული ჩექმებით ხერხემალს უმტვრევდნენ; ის კი, მშვიდად, მოწამეობრივად აღესრულა. დარწმუნებული ვარ ამ დროს იგი ფიქრობდა საკუთარ ოჯახზე, ჩვენზე – ქართველ ხალხზე და ჩვენი სახელმწიფოს ღირსებაზე.
შეიძლება არ მოგწონდეთ პოლიტიკოსები, მათი ქმედებები, მაგრამ ყოველთვის გახსოვდეთ, რომ ეს ბრძოლა ინდივიდუალურია – ერთი ერთზე – მე და ჩემი ქვეყნის მტერი. სწორედ ასეთი ინდივიდუალური შეგრძნებები ქმნის ერთ დიდ ერთობას, რაც ჩვენი გამარჯვების  საწინდარია.
ღმერთმა გაგაძლიეროთ! საქართველო გაიმარჯვებს! ძალა ერთობაშია!”,- წერს ჩიკვაიძე.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • დოლარის კურსი შეიცვალა – რა ფასად შეიძენთ უცხოურ ვალუტას ხვალ?
  • ცნობილია სავარაუდო მიზეზი, რის გამოც ბიზნესმენი გიორგი რამიშვილი დააკავეს
  • ავარია ბათუმში – რა ვითარებაა ადგილზე?

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy

© 2023 Mix.Metronome.Ge