“ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისთან ზურაბ გირჩი ჯაფარიძე გიტარით მივიდა და დაიბარა, რომ 7 საათზე “საუნდჩეკზე“ დაბრუნდება.
ჯაფარიძე „ქართული ოცნების“ ოფისთან მაშინ გამოჩნდა, როცა პარტიის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე და აღმასრულებელი მდივანი მამუკა მდინარაძე მედიისთვის განკუთვნილ ოთახში იმყოფებოდნენ.
მამუკა მდინარაძემ ჯაფარიძის კითხვაზე უპასუხა, რომ 8 საათზე იწყებენ.
“ქართული ოცნების“ ოფისის წინ სცენის მონტაჟი მიმდინარეობს. ადგილზე ტექნიკა ცოტა ხნის წინ მიიტანეს. მმართველი გუნდი, სავარაუდოდ წელსაც წინასწარ ემზადება, რომ არჩევნებში გამარჯვება აღნიშნოს.