საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები მიმდინარეობს. ამომრჩევლები 64 მერს და ასევე, 64 საკრებულოს 2 068 წევრს.
დღევანდელ დღესთან დაკავშირებით ჟურნალისტი ინგა გრიგოლია “ფეისბუქის” პირად გვერდზე წერს:
“ესეც ყველაზე მნიშვნელოვანი ორი ოქტომბერი, დიდი დღე დაიწყო და მივდივართ ყველანი არჩევნებზე. მე ხმას ვაძლევ ჩემი და ლექსო ლაშქარავას სახელით.
5 ივლისის მერე ველოდი ამ დღეს. ვნახოთ აბა,” – წერს გრიგოლია სოციალურ ქსელში.
2 ოქტომბრის ადგილობრივ არჩევნებში ამომრჩეველი მერებსა და საკრებულოებს 4-წლიანი უფლებამოსილების ვადით აირჩევს.
ცესკო-ს ინფორმაციით, ამომრჩეველთა ერთიან სიაში 3 513 884 ამომრჩეველია რეგისტრირებული.