ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი, „ნაციონალური მოძრაობის“ ექსთავმჯდომარე გრიგოლ ვაშაძე დღეს „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლების საქმიანობის შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის“ სხდომაზე მივიდა.
მან კომისიის კითხვებს უპასუხა.
აღნიშნულ თემას სოციალური ქსელით „კოალიცია ცვლილებისთვის“ ლიდერი, ნიკა მელია გამოეხმაურა.
„გრიგოლ ვაშაძემ და წულუკიანმა
გამახსენა 2022 წლის მარტი, აპრილი, მაისი…
გამახსენა ქართული ოცნება და გრიგოლ ვაშაძის ვიზიტები მიხეილ
სააკაშვილთან.
მხოლოდ
ძალიან ვიწრო
წრემ იცის მაშინ, კულუარულად, მიმდინარე მოვლენების შესახებ;
მოვა დრო და
საზოგადოება ბევრ რამეს გაიგებს, კონკრეტული ფაქტებით; ამ ამბავს ექნება მნიშვნელობა და ბევრ რამეს ახსნის და ბევრ მოვლენას სწორ სახელს დაარქმევს“, – წერს მელია.
შეგახსენებთ, კომისიის დღევანდელი სხდომა 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის საკითხს უკავშირდება.
კომისიის თავმჯდომარე თეა წულუკიანია. მისი და ვაშაძის დღევანდელი დიალოგი წაიკითხეთ ბმულზე.