საქალაქო სასამართლოში დიდი ოდენობით თანხის მართლსაწინააღმდეგო მითვისების ფაქტზე ბრალდებული გიორგი ჩიკვაიძის პროცესი იწყება.
გიორგი ჩიკვაიძის ადვოკატის ინფორმაციით, ჩიკვაიძის ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობის მიუხედავად, გიორგი მზად იყო, პროცესს დასწრებოდა, თუმცა ის სასამართლოში არ გადმოიყვანეს.
“ჩემთვის ახლა გახდა ცნობილი, რომ გიორგის ეტაპირება ვერ ხერხდება საბადრაგო სამსახურის მხრიდან. გიორგის მოთხოვნა იყო, ის სასამართლო პროცესს დასწრებოდა, თუნდაც, საკაცით, ეტლით გამოცხადებულიყო, მისთვის უმთავრესია, ამ სხდომაზე მიიღოს მონაწილეობა და სასამართლოს ინფორმაცია მიაწოდოს, სასამართლოში უნდა დაიკითხოს. შესაბამისად, ჩვენი მოთხოვნაა, ის სასამართლოში გამოცხადდეს და მისი ეტაპირება განხორციელდეს“, – განაცხადა ადვოკატმა.
გიორგი ჩიკვაიძესთან ერთად უნდა გამოიკითხოს მისი ბიზნესპარტნიორი, გიორგი პაპიაშვილიც.
