გუშინ „დინამო არენაზე“, ერთა ლიგის პლეი-ოფში, საქართველომ სომხეთი დაამარცხა (ორი მატჩის ჯამში 9:1) და B ლიგაში ადგილი შეინარჩუნა.
თამაშის დასრულების შემდეგ, ქართველ გულშემატკივართა ნაწილი მოედანზე შეცვივდა, რასაც სომეხი სტუმრების შეურაცხყოფა მოჰყვა.
სავარაუდოდ, აღნიშნულის გამო, საქართველო UEFA-სგან დაისჯება.
ვითარებას ართულებს ის, რომ ყველაფერს ის ართულებს, რომ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას UEFA-სგან გაფრთხილება და პირობითი დისკვალიფიკაცია მიღებული უკვე ჰქონდა. ეს 2024 წელს, ალბანეთთან საშინაო შეხვედრისას მომხდარი ინციდენტს უკავშირდება.
ამის გათვალისწინებით, დიდი შანსია, რომ 4 სექტემბერს, თბილისში, თურქეთის წინააღმდეგ, მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო მატჩი მაყურებლების გარეშე ან ტრიბუნებზე მათი მნიშვნელოვნად შეზღუდული რაოდენობის დაშვებით ჩატარდეს.
გარდა ამისა, სავარაუდოა, რომ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას დაეკისროს ფულადი ჯარიმაც.