ჟურნალისტი ინგა გრიგოლია “ფეისბუქის” პირად გვერდზე ეხმაურება გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის თანახმადაც, ექს-პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ბათუმშია.
“ეხლა გავიღვიძე და რეები მომხდარა… ეს კაცი თუ მართლა შემოგეპარათ, დაიხურეთ ქუდები და თქვენით წადით სახლებში
საქართველოში არააო, ამტკიცებს შეშფოთებული” ოცნება” და რომ აღმოჩნდეს, მერე რა ხდება? პორდაპირ ეგ სერია რომ ვნახოთ და ეს გადავახვიოთ?
ბოლო სტატუსიც და წავედი სამსახურში. ბოდიში ამდენი ღლიცინისთვის, მაგრამ დილიდან ვხარხარებ (მეტი რა გზა დაგვრჩა ამ საგიჟეთში).
ეხლა რა მაინტერესებს, იქნებ, მართლა აქაა და ბადრი ესებუასთან ერთადაა სადმე, თბილ ბუხართან. იქნებ, ბადრი ესებუა სულაც მიშაა? ან იქნებ მიშა ბადრი ესებუაა?.. იქნებ, ჯერ ბადრი ესებუას დაიჭერენ და მერე მიშას?. ამ კაცს 345 დღეა ეძებენ და იმას როგორ იპოვიან ორ დღეში,” – წერს გრიგოლია სოციალურ ქსელში.
საქართველოს ექს- პრეზიდენტმა “ფეისბუქის” გვერდზე გამოაქვეყნა ვიდეომიმართვა და განაცხადა, რომ ის საქართველოში, უფრო კონკრეტულად კი ბათუმში იმყოფება.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ მიხეილ სააკაშვილს საქართველოს საზღვარი არ გადმოუკვეთავს.