ეკატერინე მიშველაძის დედამ კორონავირუსი დაამარცხა. ამის შესახებ ინფორმაციას ჟურნალისტი “ფეისბუქის” პირად გვერდზე წერს.
მიშველაძე სამედიცინო პერსონალს პროფესიონალიზმისთვის მადლობას უხდის.
“დედა კარგადაა, დაამარცხა კოვიდი! გამოვიყვანე, აი, სულ რამდენიმე წუთის წინ.
ბევრი ვინერვიულეთ, ადვილი არ იყო, პირველ რიგში ფსიქოლოგიურად- მისთვისაც და ჩვენთვისაც. მაგრამ, უნდა ვთქვა და აღვნიშნო განსაკუთრებულად ის ყურადღება, უმაღლესი პროფესიონალიზმი, ჰუმანურობა, რომელიც ამ შესანიშნავი კლინიკის TIM – -ის ექიმებისგან და მთელი პერსონალისგან მოდიოდა.
განსაკუთრებული მადლობა უშრეტი მოთმინებისთვის, ულევი ყურადღებისთვის და სუპერ პროფესიონალიზმისთვის ზურა აშვეთიას, რომელიც დღისა და ღამის ნებისმიერ მომენტში ხაზზე იყო და მზად იყო დახმარებისთვის! სიტყვებით ძნელია ამ მადლიერების გადმოცემა!
უდიდესი მადლობა ლევან ყურაშვილს, ასეთი ყურადღებისა და ზრუნვისთვის! მადლობა ხალხო, რომ დედა ჯანმრთელად დამიბრუნეთ!
და რაც მთავარია #აცრაიცავს,” – წერს მიშველაძე სოციალურ ქსელში.