მომღერალი ნუცა ბუზალაძე სოციალურ ქსელში ავრცელებს ვიდეოს,რომელშიც მხარდაჭერას უცხადებს მარიამ შენგელიას და საზოგადოებას მიმართავს:
“დღეს დილიდან მოვისმინე ჩვენი წარმომადგენლის სიმღერა ევროვიზიაზე. მინდა,რომ მარიამს წარმატებები ვუსურვო, გამძლეობა ვუსურვო და ვუთხრა,რომ ძალიან ძლიერი სიმღერაა, თვითონ ძალიან ლამაზი გოგონაა და მინდა,რომ ძალიან დიდ წარმატებას მიაღწიოს ევროვიზიაზე…მინდა,რომ ქართველებს მივმართო- ვიცი,რომ ყველას განსხვავებული გემოვნება გვაქვს,განსხვავებული წარმოდგენები,მაგრამ როცა ჩვენი წარმომადგენელი გადის ჩვენი სახელით ასეთ დიდ კონკურსზე,აუცილებელია რომ ყველამ ერთად ვუგულშემატკივროთ… მინდა,რომ წელს წარმატება ვუსურვო საქართველოს ევროვიზია 2025-ზე”-ამბობს ნუცა ბუზალაძე.