საქალაქთაშორისო ტრანსპორტის მძღოლებისთვის, შესაძლოა, ახალი შეზღუდვა ამოქმედდეს.
ტრანსპორტისა და საგზაო უსაფრთხოების საკითხების ექსპერტის, ფონდ „პარტნიორობა საგზაო უსაფრთხოებისთვის“ დირექტორის, ირაკლი იზორიას თქმით, შეიძლება საქალაქთაშორისო გადამყვან სატრანსპორტო საშუალებებზე სიჩქარის შემზღუდველი მოწყობილობა დამონტაჟდეს.
„წლებია საუბარი მიმდინარეობს ავტოსადგურებისა და საქალაქთაშორისო გადაყვანის გაუმჯობესების მიმართულებით. საბედნიეროდ, უკვე მიღებული გვაქვს გარკვეული კანონმდებლობა და რეგლამენტი იმასთან დაკავშირებით, რომ ამ მიმართულებით გაუმჯობესება გვქონდეს. კერძოდ, ავტოსადგურების რეგულაციების წესებში შემოდის ახალი ცვლილებები. მაგალითად, 1-ელი მარტიდან უკვე მოთხოვნაში არის სამედიცინო შემოწმების მიმართულება, ასევე მძღოლები ვალდებულებას იღებენ, ყოველ ნახევარ წელიწადში ერთხელ წარმოადგინონ ნარკოლოგიური შემოწმების და ჯანმრთელობის ცნობა. მნიშვნელოვანია, ასევე სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს მიერ მოხდეს ამ რეგულირების და აღმოჩენის ხარვეზის მონიტორინგი. წინა კანონმდებლობით, ამის შესაძლებლობას საქართველოს კანონი არ იძლეოდა, მოსამართლის ბრძანებულება იყო საჭირო, რომ სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს თანამშრომელს შეემოწმებინა ადგილზე ავტოსადგური. თუმცა, დღევანდელი კანონმდებლობით, ეს სავალდებულო აღარ არის“,-განაცხადა ირაკლი იზორიამ. კითხვა განაგრძეთ ბმულზე.