მომღერალი ნინი ბადურაშვილი სოციალურ ქსელში ყიფშიძის ქუჩაზე არსებულ პრობლემაზე წერს.
“ყიფშიძის ქუჩა დღეს ყველაზე მძიმე მდგომარეობაშია! ამხელა დასახლებაა და მხოლოდ ერთი გასასვლელი აქვს, შესაბამისად 24/7-ზე სულ საცობია! ამას ემატება კიდევ ახალი მშენებლობები! აქ ხალხი რომ გადმოვა, ვეღარ გავივლით! სახლში ვეღარ მივდივართ! ვფიქრობ, მერიას უნდა ჰქონდეს გეგმა, რომ ეს მდგომარეობა გამოსწორდეს” – წერს ნინი ბადურაშვილი სოციალურ ქსელში და ფოტოს აქვეყნებს.