აკრედიტაცია საზღვრების გარეშე” პრეზიდენტი, პროფესორი გიორგი ფხაკაძე “ფეისბუქის” პირად გვერდზე წერს:
“ფაიზერის” კოვიდვაქცინის შენახვის ვადა დღესდღეობით არის 10 თვე!!!
საქართველოში შემოტანილი “ფაიზერის” ვაქცინა არის:
უსაფრთხო,
ეფექტური,
ხარისხიანი და, რა თქმა უნდა, არის ვადიანი!
უვადო ვაქცინის გამოყენებას კრძალავს თვით მწარმოებელი! “ფაიზერის” ვაქცინის შენახვას ულტრა ცივ პირობებში აკონტროლებს თვით მწარმოებელი.
Pfizer – ფაიზერის ვაქცინის ულტრა დაბალ ტემპერატურაზე (-90 გრადუსიდან -60 გრადუსამდე) შენახვის ვადა არის 6 თვე. ეს არის მწარმოებლის ოფიციალური ინსტრუქცია. ამერიკის წამლის სააგენტომ 2021 წლის 22 აგვისტოდან დაადგინა, რომ ფაიზერის ვაქცინის ვარგისიანობის ვადა გაზრდილია 6 თვიდან 9 თვემდე.
პრაქტიკულად, ფაიზერის ყველა ვაქცინის ვარგისიანობა ითვლება შემდეგნაირად: წარმოების თარიღი + 9 თვე! შენახვის პირობები (-90 გრადუსიდან – 60 გრადუსამდე)
ასევე, ულტრა დაბალი ტემპერატურიდან ნორმალურ, დაბალ ტეპერატურაზე (2°C – დან 8°C – მდე) ვაქცინა შესაძლოა, შენახულ იქნას 31 დღე.
დასკვნა: “ფაიზერის” ვაქცინა წარმოებიდან მოხმარებამდე/ გამოყენებამდე შეიძლება, შენახულ იქნას 10 თვე!” – წერს ფხაკაძე სოციალურ ქსელში.