Thursday, September 4, 2025
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

“ვფიქრობ, კიდევ უფრო მეტი შემიძლია…”- რა კომენტარს აკეთებს კვარა პსჟ-ლივერპულის მატჩის წინ?

March 10, 2025
“ვფიქრობ, კიდევ უფრო მეტი შემიძლია…”- რა კომენტარს აკეთებს კვარა პსჟ-ლივერპულის მატჩის წინ?

ჩემპიონთა ლიგის საპასუხო მერვედფინალურ მატჩში პარი სენ-ჟერმენი ლივერპულს “ენფილდზე” ესტუმრა. მატჩამდე პრესკონფერენცია პსჟ-ს მთავარმა მწვრთნელმა ლუის ენრიკემ, ხვიჩა კვარაცხელიასთან ერთად გამართა.

კვარამ პარი სენ-ჟერმენის ადაპტაციის პერიოდსა და გუნდთან ინტეგრირებაზე ისაუბრა:

„რთული თამაში გველის, მაგრამ ამისთვის მზად ვართ. ვეცდებით, ხასიათი გამოვავლინოთ. „ენფილდზე“ გამოსვლა ბევრის ოცნებაა და ყველაფერს გავაკეთებთ, რათა სასურველ შედეგს მივაღწიოთ. შანსები თანაბარია. „ლივერპულთან“ დომინაცია ადვილი არაა, თუმცა გასულ კვირას ჩვენ ეს შევძელით. ხვალ აქაც გვეყოლება გულშემატკივარი, ეს კი ძალიან ბევრს ნიშნავს.

მე ამ გუნდის ერთადერთი მოთამაშე არ ვარ, ვისაც „ენფილდზე“ თამაშის გამოცდილება აქვს. ჩვენს გუნდში ბევრმა იცის აქ არსებული ატმოსფეროსა და გულშემატკივრების შესახებ.

ისე უნდა ვითამაშოთ, როგორც პარიზში და ვფიქრობ, ყველაფერი შესაძლებელი იქნება. ეს სეზონის ყველაზე მნიშვნელოვანი მატჩია, პსჟ-ის მიზანი ჩემპიონთა ლიგის მოგებაა, ხოლო ამისთვის ჯერ მეოთხედფინალში უნდა გავიდეთ.

ადაპტაცია? პსჟ-ში თავს შესანიშნავად ვგრძნობ. ადაპტაცია კარგად მიმდინარეობს, ყველა მეხმარება და ვფიქრობ, კიდევ უფრო მეტი შემიძლია.  ვმუშაობ, რომ უკეთესი და უკეთესი ვიყო ვცდილობ, ფეხბურთით სიამოვნება მივიღო და ლამაზი მომენტები შევქმნა. თუმცა ფეხბურთი მხოლოდ ლამაზი მომენტები არაა – ჩვენი მიზანი ტიტულების მოპოვებაა.

ბევრს ვმუშაობ, რათა გუნდს მეტი წარმატება მოვუტანო. შეტევაში ვარ და მიზანი მხოლოდ გოლების გატანაა. არ აქვს მნიშვნელობა, რომელ პოზიციაზე ვითამაშებ, მთავარია, გუნდს წარმატების მიღწევაში დავეხმარო“, – განაცხადა კვარაცხელიამ.

შეგახსენებთ, რომ გასულ კვირას უეფა-ს ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალური ეტაპის პირველ შეხვედრაში „ლივერპულმა“ პსჟ სტუმრად 1:0 დაამარცხა. განმეორებითი შეხვედრა ინგლისელთა საშინაო არენაზე ხვალ, 11 მარტს, თბილისის დროით 23:59 საათზე დაიწყება.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • საქართველოს ნაკრების ძირითადი შემადგენლობა ცნობილია
  • სურსათის ეროვნული სააგენტო მნიშვნელოვან ინფორმაციას ავრცელებს
  • 4 ტიპის საკვები, რომლებიც სიმსივნის განვითარების რისკს ზრდის – ნახეთ, ექიმის რჩევები

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy

© 2023 Mix.Metronome.Ge