დღეს საქართველოს ნაკრებისა და გერმანული „ჰაიდენჰაიმის“ თავდამსხმელი, ბუდუ ზივზივაძე იუბილარია. ის 31 წლის გახდა
გერმანული კლუბი ქართველ შემტევის ფოტოს აქვეყნებს და მას იუბილეს ულოცავს:
„გილოცავთ ბუდუ!
ჰაიდენჰაიმის 12 ნომერს, ქართველ რაკეტას ყველაფერს საუკეთესოს ვუსურვებთ. 🥳“, – აღნიშნულია პოსტში.
შეგახსენებთ, ბუდუმ გუშინ „ჰაიდენჰაიმის“ მაისურით სადებიუტო გოლი გაიტანა. ის ტურის სიმბოლურ 11-ეულში მოხვდა.