აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა Air Force One-ზე რეპორტიორებთან საუბრისას უპასუხა ჟურნალისტის კითხვას – აღუდგენს თუ არა აშშ უკრაინას დაზვერვაზე წვდომას?
„ჩვენ ეს თითქმის უკვე გავაკეთეთ…
გვინდა, გავაკეთოთ ყველაფერი, რაც შეგვიძლია, რათა უკრაინა სერიოზული იყოს რაიმეს მიღწევის შესახებ“, – აღნიშნა ტრამპმა.
შეგახსენებთ, უკრაინისთვის სადაზვერვო ინფორმაციის შეჩერებაზე ინფორმაცია 5 მარტს, აშშ-ს ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს (CIA) დირექტორმა, ჯონ რეტკლიფმა დაადასტურა.
მისივე თქმით, ეს ნაბიჯი ტრამპის ადმინისტრაციამ მას შემდეგ გადადგა, რაც თეთრ სახლში უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან შეკამათება მოხდა.
![„სად არის ფული, რაც [აშშ-სგან] გაიცა? სად მიდის? მე არასდროს მინახავს ხარჯთაღრიცხვა“ – ტრამპი უკრაინაზე](https://mix.metronome.ge/wp-content/uploads/2025/02/trump-zelensky-1140x642.jpg)